Избранное сообщение

вторник, 19 января 2021 г.

პროექტები

 


  1. 2020/21 სასწ.წელს სკოლა ჩაერთო საერთაშორისო პროექტში "ციფრული სკოლა"
  2. 2019/20 სასწ.წელი "შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა", ასწუს მასწავლებელი ნათია კამკამიძე, სკოლის ამსწავლებელი მარინა ისკაკოვა
  3. 2018/19 სასწავლო წელი თავისუფალი გაკვეთილების ფარგლებში "გარემოსდაცვითი განათლების კლუბი", კოორდინატორი მ.ისკაკოვა, პედაგოგი ნ.კამკამიძე
  4. 2020/21 სასწ.წელი "კოდინგი33", ადმინისტრატორი მაია კაკაბაძე და ნათია კამკამიძე
  5. 2017/18 სასწ.წელი "შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა", მენეჯერი ნათია კამკამიძეე
  6. 2016/17 სასწ.წელი "პირველი პროფესიული ნაბიჯები", მენეჯერი - მარინა ისკაკოვა, კოორდინატორი - ნათია კამკამიძე

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები საბაზო საფეხურის სტანდარტი

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები საბაზო საფეხურის სტანდარტი 
 
შესავალი 

საბაზო საფეხურის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სტანდარტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:  ა)  საგნის სწავლა-სწავლების მიზნები  ბ) სტანდარტის შედეგები და შინაარსი; გ) მეთოდიკური ორიენტირები; დ)  შეფასება. 

 
საბაზო საფეხურზე საგნის „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“ (ისტ) ფარგლებში მოსწავლე შეისწავლის ალგორითმების შემუშავება-რეალიზაციის პრინციპებს; ვიზუალური პროგრამირების (ვიზუალური ბლოკების საშუალებით პროგრამული კოდის შექმნის) საშუალებით ისწავლის პროგრამულ კოდთან მუშაობას. 
საგნის სწავლა-სწავლებისას მოსწავლე ჩართული იქნება აქტივობებში, რომლებიც მას შეძენილი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საშუალებას მისცემს.  
 
ა) საგნის სწავლა-სწავლების მიზნები 
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლა-სწავლება მიზნად ისახავს:  ხელი შეუწყოს ციფრული მოქალაქეობის  განვითარებას, ციფრულ სამყაროში არსებული შესაძლებლობების პასუხისმგებლობით გამოყენებას;   მოსწავლეს განუვითაროს ალგორითმული აზროვნება;  მოსწავლეს განუვითაროს პროგრამულ კოდთან მუშაობის საბაზისო უნარ-ჩვევები;  მოსწავლეს შესძინოს ისტ-ის  დარგობრივი ენით ოპერირების უნარი.  მოსწავლეს განუვითაროს შემოქმედებითი მიდგომა პროგრამული პროდუქტების (კომპიუტერული პროგრამები, კომპიუტერული თამაშები და ა.შ.) შექმნისას.   ამ მიზნებზე მუშაობით საგანი „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“ თავის წვლილს შეიტანს ეროვნული სასწავლო გეგმის მისიისა და მიზნებით გათვალისწინებული უნარებისა და ღირებულებების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში. 
 
ბ) სტანდარტის შედეგები და შინაარსი სტანდარტის შედეგები საგნის ცნებებზე დაფუძნებით განსაზღვრავს მიზნობრივ ორიენტირებს და პასუხობს შეკითხვას: რა უნდა შეეძლოს საბაზო საფეხურის მოსწავლეს საგნის „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ ფარგლებში.  
შედეგები ჯგუფდება ორ მიმართულებად:  ციფრული მოქალაქეობა - გულისხმობს სწავლა-სწავლებისას ციფრული ტექნოლოგიების ეფექტურად, უსაფრთხოდ, პასუხისმგებლობით გამოყენებას სამართლებრივი და ეთიკური 
ფაქტორების გათვალისწინებით; საზოგადოებაზე ისტ-ის როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ზემოქმედების გაცნობიერებას;  ალგორითმული აზროვნება - გულისხმობს ალგორითმების (თანამიმდევრული ნაბიჯების) ჩამოყალიბებას პრობლემის გადაჭრის მიზნით და მის პროგრამულ რეალიზაციას (კომპიუტერული პროგრამის შექმნა და სხვა);  
სტანდარტის შინაარსი განსაზღვრავს, რა უნდა იცოდეს მოსწავლემ. შინაარსი აღიწერება სავალდებულო ცნებების, თემატური ჩარჩოების, საგნობრივი საკითხების სახით. 
სტანდარტის შედეგების ინდექსების განმარტება სტანდარტში გაწერილ თითოეულ შედეგს წინ ინდექსი აქვს დართული. მაგ. ისტ.საბ.1., სადაც   ისტ მიუთითებს საგანს –„ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“;  “საბ” - მიუთითებს საბაზო საფეხურს; „1“–შედეგის რიგს (1 = პირველი შედეგი). 
 
ნფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სტანდარტის შედეგები (VII-VIII კლასები) 
შედეგების ინდექსი 
მიმართულება - ციფრული მოქალაქეობა  ძირითადი ცნებები 
 მოსწავლემ უნდა შეძლოს:  
ისტ.საბ.1 
ციფრულ სამყაროში საკუთარი და სხვისი უფლებების გააზრება და დაცვა; ინტელექტუალური საკუთრება;  
 
ეთიკის ნორმები; 
 
კიბერ დანაშაული;  
 
ონლაინ კომუნიკაცია, კიბერუსაფრთხოება; 
 
ალგორითმი; 
 
პროგრამული კოდი;  
 
პროგრამული რეალიზაცია. 
ისტ.საბ.2 
კომუნიკაციისა და თანამშრომლობისთვის შეაბამისი ციფრული ინსტრუმენტების შერჩევა; უსაფრთხოების წესების დაცვითა და პასუხისმგებლობით მათი გამოყენება;  
 მიმართულება - ალგორითმული აზროვნება  
 მოსწავლემ უნდა შეძლოს: 
ისტ.საბ.3 
ალგორითმის ჩამოყალიბება, პროგრამული კოდის შემუშავება,  პროგრამის შექმნა. 
ისტ.საბ.4 
კომპიუტერულ პროგრამაში/თამაშში, ცხოვრებისეული მოვლენების ასახვა. კომპიუტერული პროგრამის/თამაშის შექმნისას შემოქმედებითი მიდგომის გამოვლენა. 
 
 

суббота, 24 марта 2018 г.


ინტელის ძირითადი კურსი: „პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება“

2015 წლის ნოემბეში გავიარე მასწავლებელთა პროფესიული ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული  36 საათიანი ტრენინგ-კურსი, ინტელის ძირითადი კურსი: „პროექტებით სწავლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება“.  ტრენერი _ ავთანდილ ცნობილაძე     avto.tsnobiladze@gmail.com    577 144 746.
    ტრენინგზე გავირეთ შემდეგი მოდულები:

·        !1) პროექტებით სწავლება
·        2) სასწავლო პროექტის დაგეგმვა
·        3_ კავშირები
·        4) სასწავლო ნიმუშების შექმნა
·       5)  მოსწავლეთა პროექტების შეფასება
·       6)  დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
·       7)  ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
·      8)   სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
 ტრენინგის  მიზანი  იყო   მასწავლებლებს   გაეცნოთ თანამშრომლობითისასწავლო
ინტერნეტ-პროექტების დანიშნულება და  მახასიათებლებიპროექტის დაგეგმვა და
მართვა,ტექნოლოგიებისდახმარებითპარტნიორების ძიება და  კომუნიკაცია   სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგებთანასევე  eTwinning-ის პორტალზე მუშაობა
.
_ შესრულებული დავალების ლინკი ჩემი დრაივიდან:

четверг, 29 июня 2017 г.

1) ფიზიკის პედაგოგ  ნათია კამკამიძის  პროფესიული განვითარების ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა   2016-2017 სასწ.წ.ქ. ქუთაისის სსიპ 33 საჯარო სკოლა